შემზარავი ტრაგედია ქრისტიანებისთვის, შრი-ლანკის მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიას.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს შრი-ლანკაზე ეკლესიებზე, სასტუმროებსა და ზოოპარკში მომხდარი 8 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ადამიანს გადააჭარბა. დაშავებულია 500-მდე. დაღუპულთა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, ჩინეთისა და პორტუგალიის 35 მოქალაქეა.
ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაადგინა თავდასხმების ორგანიზატორები. დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. დაბლოკილია ძირითადი სოციალური ქსელები. შრი-ლანკის ხელისუფლებას და ხალხს დატრიალებული ტრაგედიის გამო მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უსამძიმრებენ.