პანკისის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, შს მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ცოტა ხნის წინმოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცონო დახმარების ერთი ბრიგადაა მობილიზებული. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ საშუალებას აქციის მონაწილეებს, მივიდნენ მძიმე ტექნიკამდე, რომელიც ჰესის მშენებლობისთვისაა მობილიზებული. ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა. შს მინისტრის მოადგილე სთავაზობს აქციის მონაწილეებს წავიდნენ თელავში და საკითხზე მოლაპარაკებები გამართონ.