უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 200 ოლქში 29 ათას 982 საარჩევნო უბანია გახსნილი. რეგისტრირებულია 30 მილიონ 300 ათასი ადამიანი.
კენჭისყრას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 82 ათასზე მეტი დამკვირვებელი ადევნებს თვალს. არჩევნების გადამწყვეტ ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელინსკი უპირისპირდებიან.