დამატებით დროში გატანილი გოლი და ბათუმის დინამოს ემოციური გამარჯვება

21 აპრილი 2019, 10:00 1920 ნახვა

ბათუმში, ანგისის სტადიონზე ეროვნული ლიგა 1 მეცხრე ტურის შეხვედრა ბათუმი დინამოს გაამრჯვებით დასრულდა.  მასპინძლებმა თბილისის ლოკომოტივი, დრამატულ შეხვედრაში 2-1 დაამარცხეს.

სტუმრები 12-ე წუთზე ოთარ კობახიძის გოლით დაწინაურდნენ, 33 წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გაათანაბრა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი, მეორე გოლიც გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამ მოგების შემდეგ დინამოს 19 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება

ამავე კატეგორიაში