დღის თემაა კვლავ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, არაერთი რეკომენდაცია და მმართველი გუნდის პოზიცია - გუნდიდან გასული გედევან ფოფხაძე ამბობდა დღეს რომ ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს კი ჩინჩალაძე და მურუსიძე.
მოუსმინეს სახალხო დამცველსაც - ნინო ლომჯარიას აქვს ბევრი შეკითხვა, იშველიებს ეუთოს რეკომენდაციებს - აცხადებს, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები პარლამენტმა სრულად უნდა გაიზიაროს.