1998 წლის 18 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულები გაიხსენეს ხულოში. 21 წლის წინ სოფელ ვაშლოვანში ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო არასრულწლოვანი.
მემორიალთან დაღუპულების ახლობლები, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.