,,ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ელოდებოდა, საკომიტეტო მოსმენაზე არ არის განხილული“ - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე. მისივე თქმით, დოკუმენტში შინაარსობრივი პრობლემებიც ბევრი იქნება.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს ვენეციის კომისიის რა შენიშვნებია გათვალისწინებული კანონპროექტში და მათ მხოლოდ პროცესის დროში გადავადება სურთ.