აჭარის გუნდებმა თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპი ვერ გადალახეს

17 აპრილი 2019, 00:00 1299 ნახვა

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის  სახელობის თასზე,  მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა. ბათუმის დინამოს დუბლ შემადგენლობა  ''რუსთავთან''  0:2 დამარცხდა. მე-17 წუთზე ბათუმელები 10 კაციანი შემადგენლობით დარჩნენ მოედანზე, რადგან მთავარმა არბიტრმა მეკარე ლევან შოვნაძე გააძევა.  

31-ე  წუთზე  ანგარიში ზაზა ციცქიშვილმა გახსნა და რუსთავი წინ გაიყვანა. შეხვედრის 67-ე წუთზე  ამირან აბუსელიძეს ანგარიშის გათანაბრება თერთმეტმეტრიანით  შეეძლო, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია. სააბოლოო ანგარიში შეხვედრის 86-ე წუთზე,  ლაშა ქოჩლაძემ დააფიქსირა.

დღესვე ქობულეთის ''შუქურა''  ''გაგრას'' ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. 28-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაგრა დააწინაურა, ხოლო 93-ე წუთზე ბექა ნიკოლაიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

ქედის ''ბეთლემმა''  ლანჩხუთის ''გურიასთან'' 1:2 წააგო. ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლანჩხუთელმა ფეხბურთელმა თორნიკე კიკნაძემ გახსნა. 75-ე წუთზე დენის სკოტარენკომ ''ბეთლემს'' მეორე გოლი გაუტანა. პრესტიჟის გოლის გატანა 84-ე წუთზე ქედელთა მხრიდან გიორგი ზოიძემ შეძლო.

გუშინ ''დინამო ბათუმი''  ''საბურთალოსთან'' მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. ამრიგად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას აჭარის რეგიონის ოთხივე წარმომადგენელი გამოეთიშა.

ამავე კატეგორიაში