ბათუმის დინამო საქართველოს თასის 1/16 ფინალიდან გამოვარდა

16 აპრილი 2019, 00:00 1477 ნახვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც დინამო ბათუმი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან "საბურთალოსთან" დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ წარიმართა და "საბურთალომ" 39-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეძლო. მატჩის მეორე ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა დინამო ბათუმმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. მატჩი მინიმალური ანგარიშით, 1-0 "საბურთალოს" სასარგებლოდ დასრულდა.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ხვალ კი დინამოს დუბლშემადგენლობა ბათუმის რაგბი არენაზე რუსთავს უმასპინძლებს. ხვალვე ქობულეთის "შუქურა" სტუმრად ს.კ. გაგრას დაუპირისპირდება.

 

ავტორი: ია სართანია 

ამავე კატეგორიაში