ქობულეთში ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგება იწყება

16 აპრილი 2019, 00:00 5431 ნახვა

აპრილის ბოლომდე აქვთ ვადა ქობულეთში მომუშავე გარე-მოვაჭრეებს, იმისთვის, რომ მერიის შეთავაზება მიიღონ და სავაჭროდ ქუჩებიდან დახლები კერძო ბაზრის შენობაში გადაიტანონ - მოვაჭრეები ამბობენ, რომ კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე ვაჭრობა მათთვისაც მისაღები იქნება, თუმცა ეჭვობენ, რომ მომავალში ადმინისტრაცია გადასახადს დააწესებს, რასაც ისინი ვერ გაწვდებიან.

ბაზრის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან რომ შეთანხმება არ დაირღვევა.  ადმინისტრაცია და ქობულეთის მერია ამის პარალელურად თავისუფლების ქუჩაზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და შიდა პერიმეტრს აწესრიგებენ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი