საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია იმყოფება. აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა“ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თემებზე.