ნაფიცი მსაჯულთა კანდიდატების ხელახალი შესარჩევი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს ნაფიცების შერჩევის მესამე სხდომაა. წინა სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო და ამ დრომდე კანდიდატები მხარეებმა ვერ შეარჩიეს.
დაცვისა და ბრალდების მხარემ სულ 14 ნაფიცი უნდა შეარჩიოს და მათ ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გამოიტანონ. საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევას - 3 პირს ბრალად კაცის მძევლად აყვანა და ძარცვა ედებათ. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.