,,ეს იყოს პარიზისთვის სრულიად შოკი“ – ასე იხსენებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ,,მთავართან“ ისტორიულ ტაძარში გაჩენილ ხანძარს. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, მათთვის უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ერთ-ერთ ვერსიად განიხილება აალებადი ნივთიერებები, რომლითაც ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა.
ტერორიზმის შესაძლო ფაქტს სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით გამორიცხავენ. ამასთან მათთვის უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.