გოდერძის უღელტეხილამდე მოსახლეობის გაზიფიცირება გაგრძელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერის მეორე ეტაპი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 33 მილიონ 797 ლარია.
ბუნებრივი აირს 15 ათასი აბონენტი მიიღებს. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტით გაზის მილსადენი ბათუმიდან შუახევამდე გაიყვანეს ახლა კი აბონენტებამდე დაიქსელება. მეორე ეტაპის სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2 წლიანი ვადა აქვს.