სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის თანხის ათვისება დაიწყო ქედის მუნიციპალიტეტში. ტენდერები გამოცხადდა ბეტონის შესყიდვისა და გარეგანათების მოწყობაზე. გარეგანათების მოწყობას 21 სოფელში ითხოვენ, რისთვისაც 240 ათასი ლარია გამოყოფილი. 19 სოფლის მცხოვრებლებმა კი შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა აირჩიეს, მისი ღირებულება 220 ათასი ლარია. ტენდერების გამოცხადება დაიწყო საპროექტო სამუშაოებისთვის, რომელიც მოსაცდელის, წისქვილისა და სოფლის სახლის რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის 750 ათასი ლარია გათვალისწინებული.