დღეიდან ბათუმში მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება

14 აპრილი 2019, 00:00 997 ნახვა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეიდან ბათუმში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება. ნაწილობრივ გადაიკეტება გოგოლის ქუჩა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამი დღის განმვლობაში მოძრაობა დასაშვები მხოლოდ ბონის კულტურის სახლიდან, ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება.

მაიაკოვსკის ქუჩაზე მეთექვსმეტე სკოლიდან ბაზრის ცენტრალურ შესასვლელამდე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გადაიკეტება. დღეს გაიხსნა ძველი ავტოსადგურის წრიული მოძრაობის ზოლი, სადაც რამდენიმე კვირაა მოძრაობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შეზღუდული იყო.

ამავე კატეგორიაში