1978 წლის 14 აპრილი

14 აპრილი 2019, 00:00 1326 ნახვა

41 წლის წინ თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა.

სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. მალევე იაკობ გოგებაშვილის დედა ენას ქართველმა ხალხმა ძეგლი დაუდგა. თარიღი საქართველოში ოფიციალურად 1990 წლიდან აღინიშნება.

ამავე კატეგორიაში