ეროვნული ლიგა1-ის მერვე ტურის მატჩში ბათუმის დინამომ რუსთავში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადგილობრივ "რუსთავთან" მატჩი ანგარიშით 2-0 დასრულდა. გოლები მეტოქის კარში ჯოვინო ფლამარიონმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანეს.
რვა ტურის შემდეგ, ბათუმის დინამო 16 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოსთან ერთად.
ცხრილის სათავეში მყოფ საბურთალოს, სამივე გუნდი ორი ქულით ჩამორჩება.