''ნაციონალური მოძრაობის'' 5 წევრი პროტესტის ნიშნად ღამეს მერიის მისაღებში გაათევს

10 აპრილი 2019, 00:00 3327 ნახვა

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მერიის სტრუქტურებიდან ვერ იღებენ საჯარო ინფორმაციას.
კერძოდ, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აიპებში დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას ითხოვენ. ეჭვი აქვთ, რომ მერიაში ნეპოტიზმის შემთხვევები ხშირია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან დღეს შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა მერის პოზიცია მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა, ამიტომ პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ. აცხადებენ, რომ ღამეს ლაშა კომახიძის მისაღებში გაათევენ. .

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდება. თუმცა, ყველა დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს. უწყება ოპოზიციას ურჩევს, დეტალების გასარკვევად მერიის იურისტს მიმართონ.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი