9 აპრილის ტრაგედიამ დღეს კიდევ ერთხელ შეკრიბა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ის ადამიანები, რომლებიც 30 წლის წინ აქციაში მონაწილეობდნენ.
მოქალაქეები ტრაგედიის დღეს იხსენებენ. 9 აპრილის მემორიალთან ელოდებიან პრეზიდენტსა და კათალიკოს-პატრიარქს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.