ბიზნესმენი საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს

08 აპრილი 2019, 00:00 1604 ნახვა

მერიისგან  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვას  ბიზნესმენი დექსტერ დეველოპმენტის დირექტორი   საქმის  გაჭიანურების  კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს.  ლევან კანთელაძე ბათუმის მერს  სატელევიზიო  დებატებში იწვევს,  აცხადებს რომ ლაშა კომახიძე და თორნიკე რიჟვაძე  პროცესის გაჭიანურებით ცდილობენ ხელი მიზანმიმართულად შეუშალონ 2016 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის  განხორციელებას. სამუშაოების  დასაწყებად მერიამ ჯერ იქ არსებული შენობების დემონტაჟის ნებართვა უნდა გასცეს. 

ლევან კანთელაძის განმარტებით კი მერია სხვადასხვა დაუსაბუთებელი მიზეზით დემონტაჟის ნებართვას აჭიანურებს, მაშინ როცა 2015 წელს  დამტკიცდა ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები,  2016 წელს კი შეთანხმდა  არქიტექტურული პროექტი, რომელიც ასევე შეთანხებულია ძეგლთა დაცვის სააგენტოში, კომპანიამ მოიპოვა კა ორი კოეფიციენტიც.  აჭარის მთავრობაში აცხადებენ რომ მთავრობის თავმჯდომარე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი