იცოდნენ თუ არა ადრესატმა სახელმწიფო უწყებებმა, 2016 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ და რა დოზით იყვნენ პროცესში ჩართულები? ჩვენ შეკითხვები რამდენიმე უწყებაში დავსვით. ირკვევა, რომ მათ ნაწილს ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდა.
ვინ რა იცოდა 78 წლის წინ დახვრეტილი და თითქმის სამი წლის წინ აღმოჩენილი 150-მდე ადამიანის ნეშტის შესახებ? ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, როგორც უკვე მოისმინეთ ამტკიცებს, რომ აღმოჩენილი სამარხების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.
ძველი სამარხების შესახებ კითხვები დღეს არა მარტო ამ მიმართულებით გაჩნდა. განხილვის თემაა დახვრეტილი პირების აღმსარებლობა და დაკრძალვის წესი.