არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიების რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა ხვალ იწურება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ამ დროისთვის 21 საარჩევნო სუბიექტს აქვს დაფიქსირებული. 13 უკვე რეგისტრირებულია, 8 კი დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზეა. იმ შემთხვევაში თუ პარტია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული არ არის უმაღლეს საარჩევნო კომისიში მან 3 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს. ასეთი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პარტიაა, მას ვადა 19 აგვისტომდე აქვს.