შს მინისტრი დაცვის პოლიციაში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო

06 აპრილი 2019, 00:00 1169 ნახვა

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში დაცვის პოლიციაში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შინაგან საქმეთა მინისტრი გაეცნო. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განახლებულ ავტოპარკში  „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 სედანის ტიპის და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომლებიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება.

გიორგი გახარიამ  საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული მონაცემთა დამუშავების ცენტრიც დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი