ხულოს მერობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იბრძოლებს

06 აპრილი 2019, 00:00 1558 ნახვა

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. მას მხარდამჭერებს   პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხულოს თეატრის შენობაში დღეს წარუდგენს. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია. მმართველი პარტიიდან ხულოს მერობის კანდიდატად მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძეა წარდგენილი.

„ქართულმა ოცნებამ“ მისი კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დაასახელა. ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. ხულოს მუნიციპალიტეტი ერთადერთია აჭარაში, რომელიც 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებით  კიდევ ერთ  მერს აირჩევს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი