იგეგმება თუ არა ცვლილება საბანკო რეგულაციებში?

05 აპრილი 2019, 00:00 1282 ნახვა

„თიბისი ბანკის“ შემდეგ, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებს შეეხებოდა. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღებამდე მომხმარებელს სამომხმარებლო სესხით პროდუქციის შეძენა ყოველგვარი შემოწმების გარეშე შეეძლო.

რეგულაციების შემდეგ კი მისივე მტკიცებით, პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა - პირიქით, მოქალაქეები ამა თუ იმ პროდუქტს ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე ყიდულობენ.

კობა გვენეტაძის თქმით, რეგულირების გარეშე რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა,  მოსახლეობის დიდ ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას საბანკო სესხები ტვირთად დააწვებოდა, რაც უმუშევრობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა. მისი თქმით, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ  დაელოდოს ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მიიღოს ზომები.

საპირისპირო პოზიცია აქვთ ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლებს, ისინი შემცირებულ გაყიდვებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ შიდა განვადების სისტემის შემუშავებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი