მძიმე საცხოვრებელი და სოციალური პირობების მიუხედავად შეწყვეტილი შემწეობა

05 აპრილი 2019, 00:00 1793 ნახვა

ოჩხამურში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ წლების წინ სოციალურად დაუცველის სტატუსი და დახმარება სავარაუდოდ, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადასვლის გამო მოუხსნეს. ამასთან აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერების დღეს დაემთხვა წინასწარ გამოტანილი 3 თვის დახმარების ჩარიცხვა - ასე, რომ არ გამორიცხავენ ამ თანხასაც უკავშირდებოდეს მათი სახელმწიფოსგან დახმარების გარეშე დატოვება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ოჯახს განმეორებით რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ შეისწავლიან,უარის მიზეზი კი აქამდე ოჯახის წევრების შრომისუნარიანობა იყო.
 

ცნობისთვის, სურმანიძეებმა დავალიანების გამო ვერც გასულ წელს სტიქიის შემდეგ, დანგრეული სახურავის შესაკეთებლად, მერიის მიერ ჩარიცხული რამდენიმე ასეული ლარი გამოიყენა. სახელმწიფოს იმედად დარჩენილი, საფრთხის შემცველ სახლში მცხოვრები, დაუცველი ოჯახი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი