ბათუმში, 26 მაისია და ბესიკის ქუჩების კვეთაში, 12 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ბინა გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდნენ, დაბრუნებულებს კი ბინის კარი გატეხილი დახვდათ.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევა, სავარაუდო რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.