2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. ბათუმის #13 საჯარო სკოლაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე 10 მოსწავლითაა დაკომპლექტებული. სკოლაში შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო.
აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გასული წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აამოქმედა პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება პროგრამაში ჩართული 34 ბენეფიციარი. გარდა ამისა, ბათუმის მერიას აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის პროგრამა აქვს. პროგრამა 2 - დან 15 წლის ბავშვების ქცევით თერაპიას აფინანსებს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 540 ათასი ლარია, რომლითაც 150 ბენეფიციარი სარგებლობს.