უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენი, ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს

01 აპრილი 2019, 00:00 1721 ნახვა

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 30.39 პროცენტი აქვს. მეორე ადგილზეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო 16.37%, მესამე პოზიციაზე კი ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკოა. მას ამომრჩევლების 13.07 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში 11 მილიონ ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. ​

თუკი ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ს პლუს 1 ხმა  ვერ დააგროვებს, 21 აპრილს არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

არჩევნების მეორე ტურში კი პრეზიდენტობისთვის პირველ დ მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, ამ ეტაპის მონაცემებით კი ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო იქნებიან. 

პეტრო პოროშენკო 2014 წლიდან უკრაინის პრეზიდენტია. მან ვიქტორ იანუკოვიჩი ჩაანაცვლა. 

ვლადიმირ ზელენსკი მსახიობი, კომიკოსი და სატელევიზიო პერსონაა, ის მთავარ როლს თამაშობდა სერიალში “ხალხის მსახური”. სერიალი უბრალო უკრაინელ მასწავლებელზეა, რომელიც მოულოდნელად პრეზიდენტი გახდება.

იულია ტიმოშენკო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და აქტიური პოლიტიკოსია, რომელიც პრეზიდენტობაზე მესამედ იყრის კენჭს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში