საქართველოს პირველი პრეზიდენტის  80 წლის იუბილე 

31 მარტი 2019, 00:00 1231 ნახვა

28 წელი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.

სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. დღეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 80 წელი შეუსრულდებოდა. პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. მისი თქმით, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი