საკონსტიტუციო სარჩელი

01 მარტი 2019, 00:00 1021 ნახვა

კინომცოდნე გოგი გვახარიამ მისცა დღეს ჩვენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარ ჩანაწერს, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, ჩანაწერი ბუნდოვანია, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას და არ შეიცავს რეგულაციებს, რომელთა შესაბამისადაც ამგვარი ნაწარმის კანონიერად გავრცელება,ან რეკლამირებაა შესაძლებელი.

ექსპერტის სახით მიწვეული გოგი გვახარიას განმარტებით პორნოგრაფია სისხლის სამართლის წესით დასჯადი საერთოდ არ უნდა იყოს. მან ევროპის ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ტელევიზიებში აკრძალულია მხოლოდ ისეთი ფილმების ჩვენება, სადაც უშუალოდ ნაჩვენებია სექსუალური აქტი ახლო ხედით.

გვახარია ფიქრობს, რომ პრობლემური ბავშვების დაცვაა პორნოგრაფიისგან და ამ მიმართულებით ცალკე კანონი უნდა არსებობდეს. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელზე დაყრდნობით განიხილავს. იგი  გასაჩივრებული მუხლის მიხედვით 2015 წელს დააკავეს. მას საკუთარ ინტერნეტგვერდზე უცხოური საიტებიდან გადმოტვირთული პორნომასალები ჰქონდა განთავსებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი