,,სხდომა სხდომისთვის“- ასე შეაფასა შუახევში ჩატარებული საკრებულოს სხდომა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
სოსლან ზოიძის განმარტებით, სხდომებზე კომისიებისა და განყოფილების ხელმძღვანელები წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებს ფორმალურად კითხულობენ, მმართველი გუნდის წევრები კი მას ყოველგვარი შეკითხვებისა და შენიშვნების გარეშე უჭერენ მხარს. ოპოზიციონერ დეპუტატს პრეტენზიები ჰქონდა ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებითაც.