რატომ ვერ დასრულდა რაგბის სტადიონის მშენებლობა ფურტიოში?

27 მარტი 2019, 00:00 1556 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში კი ჯერ კიდევ არაა დასრულებული 2007 წელს დაწყებული რაგბის სტადიონის მშენებლობა. პროცესის გაჭიანურების მიზეზად აქამდე ორ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება, მერიაში მიზეზად პირობების შეუსრულებლობას ასახელებენ.

ახლა პროცესი ბოლომდე მესამე კომპანიამ უნდა მიიყვანოს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამურად 100 ათას ლარს აჭარბებს. ცნობისთვის, ფურტიოში არსებული ერთადერთი სარაგბო კლუბი წლებია სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ვარჯიშობს, რომელიც ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი