ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შემდეგ, თბილისს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრობს. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. იმართება სხდომაც, რომელსაც ავიაციის მთავარი მარშალი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი უძღვებიან.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.