ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა აუდიტის დასკვნაში

26 მარტი 2019, 00:00 1540 ნახვა

ბათუმში მიმდინარე ქაოსური, თუმცა ზოგადად მზარდი მშენებლობის პირობებში იზრდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რაოდენობაც -  მნიშვნელოვანია მათი განვითარების ხელშეწყობა, ამაზე აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომელმაც ბათუმის მერიის მიერ 2016-18 წლებში განხორცილებული ღონისძიებები შეისწავლა და დაადგინა თუ რა არის მეტად პრიორიტეტული და რა ნაწილშია საჭირო მერიის მხარდაჭერა.

ერთ-ერთი მთავარი აქცენტი თვითდაფინანსებაზე კეთდება, აუდიტი მიუთითებს, რომ საჭიროა ისეთი ღონისძიებების განხორციელება რასაც ეტაპობრივად მოჰყვება ამხანაგობების დამოუკიდებლობა. ამასთან აუდიტორები ყურადღებას ამახვილებენ ხელმძღვანელების პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე, მოჰყავთ ევროპის მაგალითებიც, სადაც ამხანაგობის თავმჯდომარის პოზიცია შესაბამისი განათლების მქონე პირებს უჭირავთ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში