გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ცოტა ხნის წინ მდუმარე აქცია გამართეს და ამ ფორმით ექიმების გუშინდელი აქცია გააპროტესტეს. ისინი დღესაც რეფერალურ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. ცნობისთვის, ბათუმში ექიმებმა გუშინ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგას, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების შემდეგ მათ გზა რამდენიმე მონაკვეთში გადაკეტეს, შედეგად რეფერალური საავადმყოფოს ექოსკოპისტმა შეიჩერა დროებით, საკუთარი სურვილით უფლებამოსილება. სწორედ ამ ექიმის უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვას ითხოვენ ექიმები და ამბობენ, რომ მედიასაშუალებები უნდა დაელოდონ სპეციალისტების დასკვნას.