დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას ითხოვს. დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ომბუდმენის დასკვნის მიხედვით, მკურნალობის კურსი, რომელიც სასულიერო პირს უტარდება, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში, არასაკმარისია და მას ესაჭიროება სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა. საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია სასჯელაღსრულების სამინისტროს.