გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატები სამთავრობო უწყებების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან. დღეს ისინი მერიაში იმყოფებოდნენ. პროექტის მონაწილეებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შეხვდა და თვითმმართველობის საქმიანობაზე ესაუბრა.
უპასუხა დელეგატების შეკითხვებსაც. ახალგაზრდები დაინტერესდნენ მოსახლეობის ჩართულობისა და ურბანული პოლიტიკის საკითხებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ასამბლეის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან და უნივერსიტეტიდან 800-მდე დელეგატი მონაწილეობს, დღეს სრულდება.