ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა და ისიც ახსნა, რატომ არ დაკმაყოფილთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა. “მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და 2008 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული, რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.