მსოფლიო მასწავლებელთა ჯილდო ფინალში გასულმა ქართველმა მასწავლებელმა ვერ მოიპოვა

24 მარტი 2019, 00:00 4546 ნახვა

მსოფლიო მასწავლებელთა ჯილდო კენიელი პიტერ ტაბიჩს გადაეცა. ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა ფინალისტებს შორის იყო. მისი კონკურენტები იყვნენ მასწავლებლები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. მათი ვინაობა 21 თებერვალს დაასახელეს.

დღეს კი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელსაც მილიონი დოლარი გადაეცემა. “განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის” ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველმა მასწავლებელმა სახალისო პრეზენტაცია გამართა. ლადო აფხაზავამ აუდიტორიას ერთ-ერთ იმ თამაშში მონაწილეობაც შესთავაზა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს და მთელი დარბაზიც აიყოლია. კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი