გიორგი გახარიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ისაუბრეს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონოდ დაკავებებს და „ბორდერიზაციის“ პროცესს.