პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმას მხოლოდ 40 პროცენტი იხდის

20 მარტი 2019, 00:00 1545 ნახვა

ავტომობილის არასწორი გაჩერების, ან საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო ბათუმში ყოველდღიურად აჯარიმებენ დაახლოებით 500 მოქალაქეს, თუმცა ისევ ვერ ხერხდება თანხის სრულად ამოღება. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ავტოტრანსპორტში საკურიერო მომსახურების განყოფილება შეიქმნა, შედარებით გაიზარდა დაჯარიმებული მძღოლებისთვის ქვითრების ჩაბარების მაჩვენებელი.

მიუხედავად ამისა ქალაქი მაინც კარგავს ბიუჯეტში შესატან ასობით ათას ლარს და ვერც არასწორი პარკირების პრობლემას აგვარებს. მძღოლები  აცხადებენ, რომ მიზეზი არა წესების დარღვევა, არამედ რეალურად ბათუმში პარკირებისთვის ადგილების სიმცირეა. მერია კი ქალაქის ავტომობილებისგან განტვირთვას საათობრივი საფასურის დაწესებით და სისტემის ცენტრალურ ქუჩებზე ამოქმედებით გეგმავს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი