აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ თავი და მომისმინეთ - წულუკიანი ბოკერიას

20 მარტი 2019, 00:00 1950 ნახვა

''ჩვენ, ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის თქვენთვისაც ბატონო გიგა სასიცოცხლო სახემწიფოთაშორისო დავაზე, აგვისტოს ომის საქმეზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. იმიტომ, რომ მე აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ რა გავაკეთეთ ჩვენ'' - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა  ''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.  

თეა წულუკიანის ეს განცხადება, გიგა ბოკერიას რეპლიკას მოჰყვა. დეპუტატმა მინისტრს სთხოვა, ხმამაღლა ესაუბრა, რადგან დარბაზში ხმა არ ისმოდა. 

''თხოვნა მაქვს ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ, რადგან იმ ნაწილების გარდა, სადაც წინა ხელისუფლებას ლანძღავდით არაფერი არ ისმოდა. განსაკუთრებით კინოდარბაზზე და ფილმების ჩვენებაზე ვერაფერი ვერ გავიგე და ძალიან მაინტერესებს. არ ისმოდა ხმამაღლა თუ შეიძლება'' - უთხრა იუსტიციის მინისტრს ბოკერიამ. 

''მე თქვენზე დროს ბატონო გიგა მერე დავხარჯავ, ახლა დამრჩა 15 წუთი, მაგრამ დაგიბრუნდებით, იცით რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ''. 

პოლემიკა სიტყვით გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. 

''სწორად გავიგე? ეს იყო წარმატებების ნაწილზე მოხსენება. გამოწვევებზე და პრობლემებზე ახლა უნდა გქონდეთ მოხსენება? თუ გამომრჩა არ ისმოდა ეგ ნაწილი'' - უთხრა ბოკერიამ მინისტრს.  

თეა წულუკიანმა კი უპასუხა: ''ბატონო გიგა და ძვირფასო ოპოზიციის წარმომადგენლებო, თქვენ რათქმაუნდა ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ. ეს იყო ჩემი მოხსენება 44 წუთიანი და თქვენ გექნება საშუალება დასვათ კითხვები. რომ გითხრათ, მსიამოვნებს ამ თქვენს ზედაპირულ და დემაგოგიურ კითხვებზე პასუხის გაცემა - არა. მაგრამ ასეთია ჩემი ფუნქცია.''

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი