ჭოროხის ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

17 მარტი 2019, 00:00 2725 ნახვა

ჭოროხის ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებიან. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების  პროექტს დააფინანსებს. ჭოროხის ხიდის მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორია და ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დღეს აჭარის ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტის მიზანია აეროპორტისა და სოფელ ადლიის მონაკვეთზე ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და მისი აღდგენა-გაფართოება. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობა აშენდება. ტერიტორიაზე 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. დღეისათვის აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში