საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22-6 დაამარცხა

17 მარტი 2019, 00:00 2200 ნახვა

რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22-6 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.

50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.

67-ე წუთზე მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, 
რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი