პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალ მექანიზმსა და პროფესიული კოლეჯების მართვის ახალ მოდელზე შეხვედრა გაიმართა. პროექტი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.