თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან იზორიამ მათ პროექტი „მინისტრის დირექტივები 2019“გააცნო. უწყების ინფორმაციით, საუბარი ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო.
ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. შეხვედრა პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში გაიმართა.