სახელმწიფო მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

14 მარტი 2019, 00:00 1154 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, სადაც ქეთევან ციხელაშვილმა, როს უილსონს  ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებები გააცნო. ელჩმა მომხდარს საშინელი უწოდა და აღნიშნა, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევა.  

ქეთევან ციხელაშვილის  განცხადებით, აშშ ელჩმა  საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, არამარტო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების მოკვლევაზე, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი