22 თებერვალს, თურქეთში სავაჭრო ობიექტის გაქურდვაში დადანაშაულებული 5 ქართველი ფეხბურთელი თურქეთის სასამართლო გაამართლა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრესსამსახურის წარმომადგენელის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი სასამართლომ გაამართლა. ზურა კარტოზიამ თქმით, თურქეთის სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა, რაც მათ სრულ უდანაშაულობაზე მეტყველებს. ფეხბურთელები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან და საფეხბურთო საქმიანობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, 21 თებერვალს, ანტალიის სავაჭრო ცენტრში „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი ქურდობის ბრალდებით აიყვანეს. საფეხბურთო კლუბი „ცხინვალში“ კი აცხადებდნენ, რომ ფეხბურთელები დაკავებულები არ ყოფილან და ისინი მხოლოდ დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ფეხბურთელები ამ დრომდე რჩებიან თურქეთში, რადგან სასამართლოს დასრულებამდე მათ სთხოვეს ქვეყანა არ დაეტოვებინათ.